ნინო წიკლაურმა ოლიმპიურ თამაშებზე 34-ე ადგილი დაიკავა

07 თებერვალი 2022, 14:10 882 ნახვა

პეკინში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე  სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა 34-ე მაჩვენებელი დააფიქსირა.

28 წლის ქართველისთვის ეს მე-4 ოლიმპიური თამაშებია,სადაც კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ნინომ გიგანტურ სლალომში პირველ ცდას 1:04.49 წუთი მოანდომა და 41-ე ადგილზე გავიდა. 

მეორე ცდაზე კი 1:05.38 წუთით 35-ე იყო. საერთო ჯამში, წიკლაურის  მაჩვენებელი 2:09.87 წუთი იყო, რაც 34-ე მაჩვენებელი აღმოჩნდა 82 მონაწილეს შორის.

პირველი ადგილი და ოქროს მედალი შვედმა სარა ჰექტორმა  მოიპოვა.

წიკლაურს შემდეგი შეჯიბრი სლალომში 9 თებერვალს ექნება. ამის შემდეგ სოსო ჯაფარიძის ჯერი დადგება. სოსო გიგანტურ სლალომში 13 თებერვალს იასპარეზებს, 16-ში კი – სლალომში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში