კოვიდის გამო აჭარაში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 31 სკოლა

07 თებერვალი 2022, 12:41 1315 ნახვა

7 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 31 სკოლა. 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 15 სკოლა დროებით დაიხურა, მათ შორის რამდენიმე კერძო სკოლა.

ხელვაჩაურში – 2,

ქობულეთში – 4,

ქედაში – 5,

შუახევში – 1,

ხულოში – 4 სკოლა. 

ონლაინ სწავლებაზეა გადასული სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის ასზე მეტი კლასი. 

ინფიცირებულები არიან როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები. 

7 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 1 139 ადამიანს დაუდასტურდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი