აჭარაში კორონავირუსის  1 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

07 თებერვალი 2022, 11:42 1306 ნახვა

7 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 1 139 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 788 ადამიანი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 204 345 საიდანაც: 5 947 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 773. მძიმე პაციენტია 154, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 45 პირი.

1 926 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 187 - თბილისში, 526 - აჭარაში. 196 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 3.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი