ქართველი ძიუდოისტების 4 მედალი პარიზიდან

07 თებერვალი 2022, 00:01 1131 ნახვა

ძიუდოში პარიზის გრანდ სლემი დასრულდა. საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართული დელეგაცია სულ 6 სპორტსმენით იყოს ტურნირზე და 4 მა მათგანმა მედალი აიღო.

გრანდ სლემის მეორე დღეს 81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ სოტარო ფუჯივარას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

90 კგ.წონით კატეგორიაში კი ბექა ღვინიაშვილმა დისკვალიფიკაციის გამო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

ბექამ ნახევარფინალში აკრძალული ილეთი გამოიყენა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა, შემდეგ კი ბრინჯაოსთვის შეხვედრიდანაც ჩახსნეს.

ტურნირის პირველ დღეს 73 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

ფინალურ შეხვედრაში ლაშა იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდა და ოქროს დროში მეტოქეს მესამე გაფრთხილება მიაღებინა, ამით კი ქულა მოიპოვა და კარიერაში პირველად მოიგო პარიზის გრანდ სლემი.

ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა კი  ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით საქართველო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა. მამაკაცთა ჩათვლაში კი მესამე პოზიცია დაიკავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში