პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ტურნირი გაიმართა ქალთა შორის. საქართველოს ანასტასია გუბანოვა წარმოადგენდა, რომელმაც 67,56 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მან საქართველოს ნაკრებს 7 ქულა მოუტანა.
მიუხედავად კარგი გამოსვლისა, საქართველო ხუთეულში ვერ შევიდა. გუბანოვას კანადელმა ერთი ქულით გაუსწრო, რითიც მან კანადას კიდევ რვა ქულა შესძინა და ფინალურ ხუთეულში ადგილი გაუნაღდა.