პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ვიკიპედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორბელიანების სასახლეში ქართული ვიკიპედიის მარათონი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 21-მა ახალგაზრდამ ქართველოლოგიისა და კოვიდპანდემიის შესახებ 45 სტატია დაწერა და 500 სტატია დაარედაქტირა, რისთვისაც მათ თსუ-ს ბიბლიოთეკის მიერ მიწოდებული წიგნებითა და ლიტერატურით ისარგებლეს.
მარათონში მონაწილე ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტი და თსუ-ს რექტორი შეხვდნენ, მათ საქმიანობას გაეცნენ და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ესაუბრნენ.