ევროკომისარი რუსეთზე

05 თებერვალი 2022, 14:30 1157 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური ემუქრება. მისი თქმით, ევროკავშირმა მოამზადა სანქციების "მყარი" და "ყოვლისმომცველი" პაკეტი მოსკოვისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ ყველაზე უარესი სცენარი განხორციელდება.

მისი თქმით, აღნიშნული სანქციები შეზღუდავს რუსეთის წვდომას ევროკავშირის ფინანსურ ბაზრებზე, მნიშვნელოვან პროდუქციასა და ტექნოლოგიაზე, რომელიც მას სჭირდება და რომლის მიწოდება და ჩანაცვლება იოლად არ ხდება. მისი თქმით, რუსეთის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთიანობაა და ისინი  მუდმივ  კონტაქტში  არიან  ერთმანეთთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში