საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრის გაკეთებას არ ჩქარობს ან საერთოდ არ აპირებს. მათ შორის არიან მედიკოსებიც. ჯერ სრულად არც ექიმები აცრილან. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშიც მოწმობს. რომლის თანახმადაც ქვეყანაში ექიმების 20, მედდების 34 და სანიტრების 43 პროცენტი ამ დრომდე აუცრელია.
ექიმი სოფო ბერიძე ფიქრობს, რომ აუცრელი ექიმის მაგალითი პაციენტისთვისაც გადამდებია. კორონა ვირუსით საქართველოში 143 მედიკოსია დაღუპული, ყველაზე მეტი 59 კი აჭარაში.