ზამთრის 24-ე ოლიმპიადა ჩინეთის დედაქალაქში ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ გაიხსნა, მონაწილე ქვეყნები მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, საქართველოს დროშა ნინო წიკლაურსა და მორის ყვითელაშვილს ეპყრათ.
ქვეყნის ღირსებას 3 სხვადასხვა კატეგორიაში 9 სპორტსმენი დაიცავს, უკვე არის პირველადი რეზულტატები ფიგურულ ციგურაობაში. ზოგადად ოლიმპიადა მკაცრი კოვიდრეგულაციების ფონზე წარიმართება და 20 თებერვალს დასრულდება.