დავით კირკიტაძის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

04 თებერვალი 2022, 14:40 1293 ნახვა

დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 126-ე მუხლით. საუბარია ოქტომბერში რუსთავში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე.

პროკურატურის ინფორმაციით, ენმ-ს ოფისთან,  რამდენიმე პირის  მიმართ, რომლებიც  ოპოზიციური პარტიის საქმიანობას აპროტესტებდნენ იძალადეს.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეეფარდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი