როდის აშენდება ახალი სკოლა ხუცუბანში?

04 თებერვალი 2022, 14:50 1047 ნახვა

რატომ არ აშენდა ამ დრომდე ხუცუბნის სკოლა, რომლის დემონტაჟიც გასულ წელს განხორციელდა? საკითხზე სოფელში დღეს ენმ-ის წევრებმა განცხადება გააკეთეს. მათი ინფორმაციით, ახალი შენობის ასაშენებლად, აჭარის განათლების სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, პირველი კი გაუგებარი მიზეზებით ჩაიშალა.

ამბობენ, რომ ძველი სკოლის დემონტაჟისთვის, მშენებელმა კომპანიამ "ქრეათივს ინფრეშენს კავკასუსმა" 250 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა ახალი სკოლის საძირკველი და მშენებლობა არ დაუწყია.

მიზეზი სავარაუდოდ,  საპროექტო დოკუმენტაცია გახდა, რომელშიც არ იყო გაწერილი სკოლამდე მისასვლელი გზის გაფართოების და გაზის მილების დაქსელვის შეცვლის ხარჯები. 250 მოსწავლე ამ დრომდე მეზობელი სოფლის სკოლაში დადის.

აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ელექტრონული ვაჭრობის დროს აღნიშნულმა კომპანიამ  სამინსიტროს 300 ათასი ლარით ნაკლები შესთავაზა, რითაც გაიმარჯვა, სამუშაოების დაწყების შემდეგ კი ამ თანხის დამატება მოითხოვა. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ტენდერის პირობებს ეწინააღმდეგება და რაც მასთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გახდა.  

ახალი ტენდერის ღირებულება 3 მილიონ  798  ათას 555 ლარია. პროექტის მიხედვით აშენდება 350 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი შენობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი