სამი დისციპლინის შემდეგ საქართველო მე-7 ადგილზეა

04 თებერვალი 2022, 11:40 996 ნახვა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი დღე მოციგურავეთა გუნდური შეჯიბრით დაიწყო.

ქართველთაგან პირველი მორის ყვითელაშვილი იყო. მოროსმა 92.37 ქულა დაიმსახურა და მეოთხე შედეგი დააფიქსირა. ამის შემდეგ უკვე რითმულ ცეკვებში გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას წყვილმა 64.6 ქულა მიიღო.

დღის ბოლო გამომსვლელები სპორტული წყვილები იყვნენ, სადაც საქართველოს ლუკა ბერულავა და კარინა საფინა წარმოადგენენ. ამ წყვილმა 64.79 ქულა მიიღო და მეექვსე შედეგი დააფიქსირა.

საერთო ჯამში გუნდურ შეჯიბრში სამი გამოსვლის ჯამური 15 ქულის შემდეგ საქართველო 10 ნაკრებს შორის მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორეზე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი, ხოლო მესამეზე პოზიციას მასპინძელი ჩინეთი იკავებს.

მეოთხე დისციპლინაში ქალთა ინდივიდუალური ციგურაობა 6 თებერვალს გაიმართება. ქართული დელეგაციიდან ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დღეს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში