საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი

04 თებერვალი 2022, 10:50 757 ნახვა

საქართველოში „კოვიდ-19“ კიდევ 22 263 პირს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 15 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 39.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 25.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.87%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა - 2 173, იმერეთი - 3 357, ქვემო ქართლი - 1 340, შიდა ქართლი - 1 279, გურია - 456, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 480, კახეთი - 1 091, მცხეთა-მთიანეთი - 479, სამცხე-ჯავახეთი - 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 103.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 203 238.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი