დაზიანებული გზა, რომელიც ერთმანეთთან ქობულეთსა და ოზურგეთს აკავშირებს. ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთია ამორტიზებული, არის მეწყრული კერები და ბზარები. მდგომაროება კიდევ უფრო დაამძიმა უხვმა ნალექმაც, რის გამოც დაზიანდა ასფალტის საფარიც. შექმნილი ვითარების გამო, საავტომობილი მოძრაობა ცალმხრივად არის ნებადართული. მძღოლები ამბობენ, რომ ავტომობილები დაუზიანდათ.
გზის აღნიშნული მონაკვეთის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკისრება. უწყებაში აცხადებენ, რომ მაგისტრალის რეაბილიტაცია დაწყებულია და სამუშაოებს მათთან ერთად მსოფლიო ბანკიც აფინანსებს, რისთვისაც 10 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. ზუსტ დროს კი როდის დასრულდება გზის მოწესრიგება დეპარტამენტში ვერ ასახელებენ.