ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად შუალედური არჩევნები 2 აპრილს დაინიშნა

01 თებერვალი 2022, 18:06 1367 ნახვა

ზუსტად 2 თვეში ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები გაიმართება. მაჟორიტარული ოლქი მოიცავს გონიო-კვარიათის, აეროპორტის და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილს, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატს  ბათუმის საკრებულოში აირჩევს.

ოლქში გაიხსნება 14 საარჩევნო უბანი.  2 აპრილს ამ არჩევნებით გადაწყდება რომელ პარტიას ექნება გადამწყვეტი ხმა ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში.

ამ დრომდე საკრებულოს არ ჰყავს თავმჯდომარე,რადგან  არცერთ  პარტიას არ აქვს საჭირო უმრავლესობა საკრებულოს ხელმძღვანელის ასარჩევად. 

რაც შეეხება  2 აპრილს ჩანიშნულ შუალედურ არჩევნებს, ეს მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ ოლქში გამარჯვებული კანდიდატი, ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი