პანდემია და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი განიხილეს ჯანმრთელობის მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში. მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს.
ზურაბ აზარაშვილმა დიპლომატს სოფლად ვაქცინაციის კამპანიის ახალი ეტაპის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საუბარი შეეხო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებსაც.
იმსჯელეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე. განიხილეს შრომის პირობების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც.