კოვიდი ბუნებრივია აისახა განათლების სისტემაზეც, აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 14 სკოლა. მათ შორის ბათუმში 7 სასწავლო დაწესებულება. ქობულეთში ჩაქვის №1 სკოლა; ხელვაჩაურში ჭარნალისა და ახალშენის სკოლები. ქედაში კი დაბა ქედის, მეძიბნის, დოლოგნისა და მერისის საჯარო სკოლები. სწავლის დისტანციურ რეჟიმშია 154 ცალკეული კლასი. შესაბამისად ხვალ საკოორდინაციო საბჭო სკოლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის საკითხზე იმსჯელებს