,,ეს არა ჩუქება, არამედ ვალდებულებაა“-ლევან დავითაშვილი

31 იანვარი 2022, 20:24 972 ნახვა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემის შესახებ არასწორად ინტერპრეტირებული უწოდა და განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ეს არა ჩუქება, არამედ ვალდებულებაა, რომელსაც კერძო სექტორი გარკვეული მიზნებისთვის იღებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აუქციონი  აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო, ხოლო ტყის მოვლა-სარგებლობის მიზნით მისი იჯარით აღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი