აჭარიდან 38 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა - თორნიკე რიჟვაძე

28 იანვარი 2022, 11:38 1739 ნახვა

აჭარის რეგიონში, ციტრუსის სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო, ამას მოწმობს ის განწყობები რასაც ჩვენ ვხედავთ მოქალაქეებში - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, ციტრუსის სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ წელს შარშანდელთან შედარებით გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე არასტანდარტული ციტრუსის რეალიზაცია.

"აჭარიდან 38 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. მიმდინარე სეზონზე მუშაობდა 30-მდე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო.  ჩვენ გავაგრძელებთ როგორც ამ კონკრეტული დარგის ხელშეწყობას, ასევე ძალიან მალე დაიწყება ხვნა-თესვის პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტში"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი