ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი

26 იანვარი 2022, 18:14 946 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების მოკვლევის ეტაპზე გადადის. პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების განხილვა 10 თებერვლიდან დაიწყება და მაისამდე გაგრძელდება. საქმეში არსებული მტკიცებულებების მოცულობის გამო ბრალდების მხარეს 10 სხდომა დაეთმობა, რის შემდეგაც უკვე დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მასალების განხილვა დაიწყება. დღეს არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა. მხარეები მოსამართლის წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგნენ. პროცესს დისტანციურად ესწრებოდნენ ბრალდებულები, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ. 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე სახლის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მამაკაცი კი გადარჩა. მომხდართან დაკავშირებით ბრალი სამ პირს აქვს წარდგენილი - ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვსა და მის მიერ სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავერბულ ორ  პირს. მათ ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმუმ 5 -5 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი