''მეტა'' სუპერკომპიუტერს გამოუშვებს

26 იანვარი 2022, 14:28 696 ნახვა

კომპანია მეტა პლათფორმსი, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქს ფლობს, სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებს. ამ პროექტზე კომპანია უკვე  2 წელია მუშაობს. 

კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ  მალე ახალი მოწყობილობა  მისი შესაძლებლობებით ყველა არსებულ ანალოგს გაუსწრებს.  სუპერკომპიუტერი სავარაუდოდ 2022  წლის ზაფხულში იქნება  სრულად მზად. მას  16 ათასი გრაფიკული პროცესორი ექნება, რომელმაც  სხვა სუპერკომპიუტერებს შორის  მისი დომინანტური სტატუსი უნდა  უზრუნველყოს. 

მისი ამოცანაა დავეხმაროს   ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნაში, რომლებსაც ასობით ენაზე მუშაობა, ტექსტების, გამოსახულებისა და ვიდეოს გაანალიზება  ერდროულად  შეეძლებათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში