ბათუმის ცენტრალურ პარკში სკამები დააზიანეს - მერია

26 იანვარი 2022, 11:30 1319 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირდა პარკებსა თუ სკვერებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები.

მათივე განმარტებით, დღეს, ცენტრალურ პარკში, მიზანმიმართულად იქნა დამტვრეული ახლადგანთავსებული სკამები. ასევე ხშირია სანაგვე ურნების დაწვისა და საბავშვო ატრაქციონების დაზიანების შემთხვევები.

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში