აჭარაში კორონავირუსის 1 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

26 იანვარი 2022, 11:06 936 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 1 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კლინიკურად  გამოჯანმრთელდა კიდევ 522 პაციენტი, გარდაიცვალა 2.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 650 პაციენტი, მძიმეა 132 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 51.

ბოლო მონაცემებით კლინიკურ სასტუმროებშია მოთავსებული 656 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა - 1 958, იმერეთი - 1 990, ქვემო ქართლი - 831, შიდა ქართლი - 877, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი - 391, სამცხე-ჯავახეთი - 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი