საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი

26 იანვარი 2022, 11:00 1055 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში 5 087 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 172 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 900 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 272 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.58%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა - 1 958, იმერეთი - 1 990, ქვემო ქართლი - 831, შიდა ქართლი - 877, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი - 391, სამცხე-ჯავახეთი - 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 100 013.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი