დღეს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ზე მეორე შეხვედრას გამართავს

26 იანვარი 2022, 09:42 1079 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული  ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპონატზე მეორე შეხვედრას გამართავს.

დღეს ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ტურის შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ბოსნიელები კი ევრო 2022-ის პირველ შეხვედრაში ესპანეთთან 1-5 დამარცხდნენ. 

ამ დროისთვის ''დე'' ჯგუფს 3-3 ქულით ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ.

თუ საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაში მეტოქეს დაამარცხებს დიდი ალბათობით ჯგუფური ეტაპის დაძლევას მოახერხებს და 1/4-ფინალის საგზურს მოიპოვებს.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი დღეს 20:30 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში