ამირან გამყრელიძე პირისთვის ე.წ. მწვანე პასპორტების მინიჭების შესახებ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

25 იანვარი 2022, 16:12 694 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „მწვანე პასპორტებს“ არა ის პირები მიიღებენ, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ კოვიდგადატანილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დამატებითი განცხადება  გააკეთა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარია ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ 11 იანვარს გამოცემულ ბრძანებაშიც.

საკითხს გამოეხმაურა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც.

​მისივე განმარტებით, „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გაუგებრობა მოჰყვა, რის პასუხადაც, დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

„მწვანე პასპორტებს“ არა ის პირები მიიღებენ, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ კოვიდგადატანილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის. საკითხმა გამოიწვია გაუგებრობა, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

მანამდე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირი, რომელიც არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კავშირი ოჯახის ექიმთან, აისახებოდა ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში