აჭარაში კორონავირუსის 1608 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით კლინიკურად გამოჯანმრთელდა 511 პაციენტი, გარდაიცვალა 4.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 632 პაციენტი, მძიმეა 132-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49.
ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 679 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.