უკრაინაში შეჭრა იქნება მტკივნეული, ძალადობრივი და სისხლიანი - ბორის ჯონსონი

24 იანვარი 2022, 21:05 1051 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის იქნება მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი, - ამის შესახებ ინფორმაციას "BBC" ავრცელებს.

მისი თქმით, კრემლს მკაფიოდ უნდა გააგებინონ, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი ნაბიჯი იქნება.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რომ ეს დამღუპველი ნაბიჯი იქნება. ჩვენ ასევე უნდა გავუგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს შეიძლება ახალი ჩეჩნეთი იყოს", - აცხადებს ბორის ჯონსონი.

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტზე მუშაობს და პარალელურად უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი