ქედაში ვაქცინაციის ტემპი ისევ დაბალია. ქედის "ევექსის" კლინიკაში დღეში მაქსიმუმ 15 ადამიანი იცრება. დაწესებულების ექიმის თქმით, პარალელურად მუშაობენ ამცრელი ბრიგადები, რომლებიც აცრებს ბინაზე აკეთებენ, თუმცა მსურველები ცოტაა. ქედაში სამედიცინო ცენტრში 10 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.