მსჯელობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატებზე 

24 იანვარი 2022, 11:07 1027 ნახვა

პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატების დასახელების შემდეგ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს. საკითხზე  სავარაუდოდ დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ - უნდა გაიწეროს კანდიდატების კომიტეტებზე მოსმენის განრიგი, მოგვიანებით კი საკითხი სესიაზე გადაინაცვლებს.

კანონმდებლებმა არჩევანი ცესკოს მოქმედ ხელმძღვანელ გიორგი კალანდარიშვილსა და თენგიზ თევზაძეს შორის უნდა გააკეთონ. ცესკოს წევრობის 4 მსურველიდან კი დეპუტატებმა მხოლოდ ორი უნდა შეარჩიონ.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარის სრული ვადით ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ნაკლები ხმების შემთხვევაში აგვისტოს მსგავსად, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 6 თვის ვადით შეარჩევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი