აჭარაში კორონავირუსის 1 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 651 პაციენტი, მძიმეა 137-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 55 პაცინეტი.
ბოლო მონაცემებით კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობს 658 პირი, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 4 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა - 1 352, იმერეთი - 857, ქვემო ქართლი - 282, შიდა ქართლი - 266, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი - 98, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.