ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჯანდაცვის ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ამბობენ, რომ ბოლო 24 საათში დადასტურებული 11 ათას 39 შემთხვევა რეალობას არ ასახავს და ეს რიცხვი მინიმუმ 3-ზე უნდა გავამრავლოთ. რთული ვითარებაა პედიატრიულ განყოფილებებში.
ექსპერტები ამბობენ, რომ სკოლებში ვირუსი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და ინფიცირების მატება კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი.