აჭარაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

20 იანვარი 2022, 10:53 728 ნახვა

20 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 414 პირი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 080 საიდანაც: 4 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 612. მძიმე პაციენტია 133, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 48 პირი. 

1 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 006 - თბილისში, 554- აჭარაში.

54 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 6.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში