ავარიულ სახლში მცხოვრები 8 ოჯახი დახმარებას ითხოვს

19 იანვარი 2022, 15:00 1095 ნახვა

ბათუმში,  ჭავჭავაძის მე-2 შესახვევში, იტალიურ ეზოში მცხოვრები 8 ოჯახი  დახმარებას ითხოვს.  მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ქალაქის მერს მიმართავენ.  

ამბობენ, რომ  წვიმისა და ზოგადად  უამინდობის დროს  სახლში ცხოვრება  გაუსაძლისია, რადგან სახურავი დაზიანებულია, შესაბამისად ოთახებშიც წვიმს.  

გვითხრეს, რომ  მერიაში დახმარების მოთხოვნით ოფიციალური წერილი  რამდენჯერმე შეიტანეს, თუმცა როგორც ამბობენ, თვითმმართველობის წარმომადგენლების რეაგირება შენობის  დასურათებით გამოიხატა.  მოსახლეობის  მოთხოვნას ჯერ მერიაში არ პასუხობენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი