ნათლობის ცერემონია დღეს ტრადიციულად პირველ საათზე დაიწყება,მათ შორის ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარშიც.
პანდემიის გამო უკვე მეორე წელია ამ დღეს ვერ ტარდება საყოველთაო ნათლობა.
კოვიდ 19-ით გამოწვეული საფრთხეების გამო ცვლილება შევიდა მასშტაბურად წყლის კურთხევის რიტუალშიც. წელსაც ზღვაში შესვლის ტრადიციამ ორგანიზებული შეკრებების გარეშე ჩაიარა.
გვიან ღამით მორწმუნეთა ჯგუფებმა ინდივიდუალურად ჩაატარეს ზღვაში შთაფვლის რიტუალი.