ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

19 იანვარი 2022, 11:51 1192 ნახვა

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მოციგურავეთა გუნდის შემადგენლობა ცნობილია.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოციგურავეები ისტორიაში პირველად ერთდროულად ორ სეგმენტში, გუნდურსა და ოთხივე კატეგორიაში ინდივიდუალურ სახეობებში მიიღებენ მონაწილეობას.

2022 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველო შემდეგი შემადგენლობით წარსდგება:

  • ერთეული მამაკაცები: მორის ყვითელაშვილი.
  • ერთეული ქალები: ანასტასია გუბანოვა.
  • ​სპორტული ცეკვები: მარია კაზაკოვა/გიორგი რევია სპორტული წყვილები: კარინა საფინა/ლუკა ბერულავა.
  • სათადარიგო შემადგენლობა: ალინა ურუშაძე ( ქალები), ნიკა ეგაძე ( მამაკაცები), ანასტასია მეტელკინა- დანიილ პარკმანი ( სპორტული წყვილები).

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში 2 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ფიგურულ ციგურაობაში კი ასპარეზობა 4 თებერვლიდან დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში