დაკავება ნარკოდანაშაულისთვის

17 იანვარი 2022, 15:25 1059 ნახვა

პოლიციამ აჭარასა და  ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულისთვის 3 ადამიანი დააკავა - ამოღებულია 3 კილოგრამამდე „ჰეროინი“ და სხვადასხვა სახის ნარკოტიკი.

მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში