წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის გამო ტონგას ცუნამი დაატყდა თავს

15 იანვარი 2022, 17:30 14095 ნახვა
00:00
00:00

წყალქვეშა ვულკან ჰინგა-ტონგას ამოფრქვევის გამო წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო ტონგას ცუნამი დაატყდა თავს.

BBC-ის ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში ვულკანის საკმაოდ ძლიერი ამოფრქვევა დაფიქსირდა, რამაც გიგანტური ტალღები წარმოქმნა.სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ გაანადგურა ტალღებმა რამდენიმე სახლი. დაშავებულებსა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში