ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე მოძრავ მიკროავტობუსებში, მგზავრობის ტარიფის თვითნებური მატებისთვის, პასუხისმგებელი შპს-ების დაჯარიმება ყოველდღიურად ხორციელდება.
მათივე ცნობით, პირველი იანვრიდან დღემდე მუნიციპალურმა ინსპექციამ სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე 36 სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
"მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფს ქალაქის საკრებულო განსაზღვრავს და დადგენილების მიხედვით მგზავრობის საფასური ამ დრომდე 50 თეთრია.
მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს და ყველა სამართალდარღვევაზე კანონის შესაბამისად მოქმედებს"- აცხადებენ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.