ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო.
კომისიის წევრები პირველ ეტაპზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს გაესაუბრებიან, შემდეგ კი წევრობის მსურველებს.
თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს.მათ შორის არის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილიც.
გაცილებით მეტს უნდა საარჩევნო კომისიის წევრობა. ამ პოზიციაზე შვიდმა კანდიდატმა შეიტანა განაცხადი.