აჭარაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი, კლინიკურად გამოჯანმრთელდა 217.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 599 პირი, მძიმეა 130-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 39.
ამ დროისთვის აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 426 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა, აჭარა - 569, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 205, შიდა ქართლი - 282, გურია - 145, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 290, კახეთი -192, მცხეთა-მთიანეთი -131, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.