რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა 

10 იანვარი 2022, 14:36 913 ნახვა

85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა. 

რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. 

პოემისთვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი.

1988-1989 წლებში იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში