ინფლაცია პირველი კვარტლის ბოლოს შემცირებას დაიწყებს - ფინანსთა მინისტრი

10 იანვარი 2022, 13:00 1444 ნახვა

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინფლაცია პირველი კვარტლის ბოლოს  დაიწყებს შემცირებას. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ინფლაცია კოვიდის თანმდევი ერთ-ერთი უარყოფითი ეფექტია.

მისივე თქმით, ანალოგიური პროცესებია მსოფლიოში და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. 

''დღესდღეობით ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც კოვიდთან მიმართებაში ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული, ანალოგიურად არის ინფლაციაც. მაგალითად, როდესაც მსოფლიოში კოვიდის შემთხვევები იმატებს ეს აისახება საქართველოშიც,  ინფლაციასთან მიმართებაში საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. იქედან გამომდინარე, რომ კოვიდის თანმდევი ერთ-ერთი უარყოფითი ეფექტია ინფლაცია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმებს ვხედავთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებშიც და მსოფლიოშიც. 

მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლის გადადგმაც ფისკალურ ნაწილში ხდება, ეს არის დეფიციტის შემცირების მიმართულებით, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს არ გადაიზრდება გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში. ჩვენი შეფასებით ინფლაცია დაიწყებს შემცირებას პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან, რომელიც დადგენილია'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი