ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი დასტაბილურებულია და ეს სახეზეა.
მისივე განმარტებით, კონკრეტული ადამიანი იქნება თუ არა ციხეში ამაზე არ არის დამოკიდებული პოლიტიკური სტაბილურობა.
"პოლიტიკური პროცესი რომ დასტაბილურებულია ეს სახეზეა. კონკრეტული ადამიანი იქნება თუ არა ციხეში, რომელსაც არა მხოლოდ ბრალი აქვს წაყენებული, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილება არის გამოტანილი მის მიმართ, ამაზე არ არის დამოკიდებული პოლიტიკური პროცესის სტაბილურობა. ეს არის ფაქტობრივი გარემოება. მნიშვნელოვანია ჩვენ მოვახდინოთ კონცენტრაცია ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაზე ჯანდაცვის თუ ეკონომიკური მიმართულებით" - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.