რას უკავშირდება ბათუმში მძაფრი სუნი?

08 იანვარი 2022, 19:10 11351 ნახვა

ქალაქში მძაფრი სუნი დგას, მოქალაქეები შემაწუხებელ სუნზე დილიდან საუბრობდნენ. აცხადებდნენ, რომ არასასიამოვნო სუნის გამო ნაწილს თავის ტკივილები დაეწყო. სოკარ ჯორჯიაში გვითხრეს, რომ ქალაქში არსებულ სუნთან დაკავშირებით კომპანიის ცხელ ხაზზე არაერთი გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა გაზის გაჟონვა არსად დადასტურდა.

მოგვიანებით კომპანიაში გაარკვიეს, რომ ზღვაში გემიდან სითხე ჩაიღვარა, რამაც გამოიწვია სავარაუდოდ სუნის გავრცელება. პორტში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში