თბილისში, გმირთა მოედანზე, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა POSTV-ის ჟურნალისტი აიძულეს ტერიტორია დაეტოვებინა.
აქციის მონაწილეები ჟურნალისტის მისამართით სკანდირებდნენ – „წადი, წადი“.
გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებს გზა რამდენიმე ადგილზე აქვთ გადაკეტილი. ასევე აქციის მონაწილეები რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე არიან განლაგებული და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.