აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდნენ 

02 მაისი 2024, 21:53 349 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოდენაზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. სრულად პარალიზებულია გმირთა მოედანი.

მოედანზე მყოფი მოქალაქეები დემონსტრანტებს, რომლებიც შეუერთდნენ, ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორები 11 მაისს დიდ მანიფესტაციას აანონსებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი