7 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი 495 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 173 პირი.
რეგიონში მკურნალობას გადის 2 190 ადამიანი, Covid კლინიკებში 529, Covid სასტუმროებში 288, ხოლო ონლაინ კლინიკაში 1 373.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 6.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 255 ადამიანი.