საქართველოში კორონავირუსის 4234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

07 იანვარი 2022, 11:04 1289 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, გარდაიცვალა 46.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 006 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 832 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 174 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.17%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 249 შემთხვევა, აჭარა - 495, იმერეთი - 457, ქვემო ქართლი - 164, შიდა ქართლი - 199, გურია - 147, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 196, კახეთი -158, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი -53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 28 716.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი