სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს შობას აღნიშნავს. საზეიმო წირვა-ლოცვა ბათუმის სომხურ ეკლესიაში სომეხთა სულიერმა ლიდერმა მამა არარატ გუმბალიანმა აღავლინა. ამ დღეს მრევლი ტაძარში იკრიბება, მათ ეკლესიიდან სახლებში ნაკურთხი ანუ წმინდა წყალი მიაქვთ. სადღესასწაული წირვას დღეს ბათუმის მერიც ესწრებოდა. არჩილ ჩიქოვანმა მრევლს შობა მიულოცა. დამდეგი შობა მიულოცა ასევე მართლმადიდებულ ეკლესიას სომეხთა სულიერმა ლიდერმა და აღნიშნა, რომ ბათუმი სხვადასხვა კულტურისა და აღმსარებლობის მქონე პირების თანაცხოვრების მაგალითია.